დონალდ ტრამპი: უკრაინაში ომი შესაძლოა, გამწვავდეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ს ომი უკრაინის წინააღმდეგ მომავალში შესაძლოა, გამწვავდეს. ამის შესახებ მან მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რესპუბლიკელმა უკრაინის ომის საკითხზე -ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ს ტაქტიკა გააკრიტიკა.

„ეს ომი შეიძლება გახდეს ბევრად უარესი, ვიდრე ახლა არის“, – დასძინა მან.

ამასთან, კითხვაზე, თუ რამდენად მალე აპირებს შეხვედრას კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ომის განსახილველად, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის თქმა არ შეუძლია.

„მაგრამ მე ვიცი, რომ პუტინს შეხვედრა სურს. არა მგონია, მართებული იყოს, თუ 20-ის შემდეგ შევხვდები, რაც ამაზრზენია, რადგან თქვენ იცით, რომ ხალხი ყოველდღე იხოცება – ბევრი ახალგაზრდა კვდება – ჯარისკაცი“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ომი არ მოხდებოდა.

რუსეთთან მოლაპარაკებები 

როდესაც აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, მან განაცხადა: „არ გეტყოდით, თუ ასე იქნებოდა”.

მისი თქმით, „პრობლემის დიდი ნაწილი“ იყო ის, რომ პუტინი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ სურდა. ამავე დროს, რესპუბლიკელმა თქვა, რომ მას „რუსეთის გრძნობების გაგება შეუძლია“.

„მე მესმის მათი გრძნობები ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა ბაიდენის მოლაპარაკების შესახებ გავიგე, ვთქვი, რომ ეს ომით დამთავრდებოდა და ასეც მოხდა. ნატოს შესახებ ჩემზე მეტი არავინ იცის. მე რომ არა, დღეს ნატო არ იარსებებდა. მე გადავარჩინე ნატო, მაგრამ ნატო ჩვენ გვიყენებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ში ომის დასრულება

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ექვს თვეში შესაძლებელი იქნება ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.

მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს ესმის, რომ უკრაინა ნატოში ვერ იქნება. რესპუბლიკელმა დასძინა, რომ თავად ამ პოზიციას უჭერს მხარს.