დონალდ ტრამპი – უკრაინაში ომის დასრულება გვინდა – ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ

უკრაინაში ომის დასრულება გვინდა – ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვას, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხი არ გასცა.
„ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დისკუსიებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ამ ომის დასრულება გვინდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ დისკუსიებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკვე ვსაუბრობთ, დიახ“.