დონალდ ტრამპი – უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს – შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ სთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიტ კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.
„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები