უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის შესახებ ისაუბრებს.
„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შედგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა იქნება.
