დონალდ ტრამპი – უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება

უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება იმით, რომ ამერიკელები იქ იშვიათ ლითონებს მოიპოვებენ. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება “უკრაინისთვისაც კარგი შეთანხმებაა, ვინაიდან იქ ჩაგვიყვანენ, იქ ვიმუშავებთ”.
“ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ ის ავტომატური უსაფრთხოება იქნება, ვინაიდან ვერავინ გაბედავს ჩვენი ხალხისთვის პრობლემების შექმნას, როდესაც იქ ვართ,” – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, -ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა ომის დასასრულებლად
კერძოდ, კითხვაზე, მოუწევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რაიმე „დათმობებზე“ წასვლა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებისას, აშშ-ს პრეზიდენტი პასუხობს: „დიახ”.
ტრამპი პუტინს ახასიათებს, როგორც “ძალიან ჭკვიან ბიჭს” და როგორც “ცბიერს”.
ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი 28 თებერვალსაა დაგეგმილი, რომლის დროსაც იგეგმება იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას