უკიდურესად იმედგაცრუებულია ომის ორივე მხარით, ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით – თეთრი სახლი

დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით და მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტს მეტი საუბარი აღარ უნდა, მას მოქმედება და ომის დასრულება სურს.
„ჯერ კიდევ გაურკვეველია, გვჯერა თუ არა რეალური მშვიდობის მიღწევის და შეგვიძლია თუ არა წინსვლა. პრეზიდენტი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით და მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით. მას მეტი საუბარი აღარ უნდა, მოქმედება სურს. მას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში 30 საათზე მეტი დახარჯა რუსებთან, უკრაინელებსა და ევროპელებთან შეხვედრაში“, – განაცხადა ლევიტმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა