, უახლოეს მომავალში, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს გეგმავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეს შეიძლება იყოს შემდეგ თვეში, შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. ჩვენ მივდივართ კატარში და ასევე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. არაბთა გაერთიანებული საემიროები ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შევჩერდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე და შემდეგ ჩვენ წავალთ სხვა ადგილებში, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, ეს სამია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ბოლოს, როცა საუდის არაბეთს ეწვია, სიაში პირველ ადგილზე დააყენა, რადგან დათანხმდნენ 450 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის შეძენაზე.
„მე დავთანხმდი ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ, მაგრამ ისინი დათანხმდნენ, დახარჯონ დაახლოებით ტრილიონი დოლარი ჩვენს ამერიკულ კომპანიებში, რაც ჩემთვის ნიშნავს სამუშაო ადგილებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…