Google-ში ყველა დროის ყველაზე ხშირად ძებნადი ადამიანი დონალდ ტრამპია. გამონაკლისი არც 2025 წელი იყო.
ამერიკის პირველ პირს საკამათო და სადაო ბრძანებების მიღებით კვლავაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ საძიებო სისტემაში. Google trends-ის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში ტრამპი 111 303 670-ჯერ მოიძიეს.
რეიტინგის მეორე ადგილზეა პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი, რომელიც Google-ში ძებნის თვალსაზრისით, ტრამპის მერე ყველაზე პოპულარული პერსონაა. სვიფტის სახელი 19 684 700 -ჯერ მოიძებნა.
ტოპ-ათი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანის რეიტინგი, ვისაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ Google-ში, ასე გამოიყურება:
· დონალდ ტრამპი – 111 303 670-ჯერ მოძებნეს;
· ტეილორ სვიფტი – 19 684 700 -ჯერ მოძებნეს.
· დრეიკი – 15 327 139-ჯერ მოძებნეს;
· ილონ მასკი – 15 162 163-ჯერ მოძებნეს;
· არიანა გრანდე – 11 542 270-ჯერ მოძებნეს;
· ბილი აილიში – 8 038 299-ჯერ მოძებნეს;
· ლედი გაგა – 7 839 924-ჯერ მოძებნეს;
· კრიშტიანუ რონალდუ – 7 818 223-ჯერ მოძებნეს;
· შაკირა – 6 914 548-ჯერ მოძებნეს;
· Bad Bunny – 6 844 760-ჯერ მოძებნეს.
www.bpn.ge




