ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს ესაუბრა

-ის პრეზიდენტი ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი -ის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისინი დაუყოვნებლივ შეხვედრასა და ცეცხლის შეწყვეტის სასწრაფოდ მიღწევაზე, საბოლოოდ კი, მშვიდობის დამყარების შესახებ შეთანხმდნენ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარი დაუჭირა.
„პატივცემულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნათლად განვუცხადე, რომ კამბოჯა ორ შეიარაღებულ ძალას შორის დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება“, – განაცხადა მანეტმა.
დონალდ ტრამპს მადლობა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფუმტამ ვეჩაიაჩაიმაც გადაუხადა.
„მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპს და აღვნიშნე, რომ ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება. თუმცა, ტაილანდს კამბოჯის მხრიდან გულწრფელი განზრახვის ნახვა სურს“, – აღნიშნა ტაილანდის ლიდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ტაილანდისა და კამბოჯის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ საარტილერიო დაბომბვები დღეს დილითაც გაგრძელდა.
შეგახსენებთ, 24 ივლისს, ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების გამო, რომლის დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და სასაზღვრო ტერიტორიებიდან 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…