– სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს, სავარაუდოდ, კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს

სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს , – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ილონ მასკმა, მანამდე, ვიდრე მყარად დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, იცოდა, რომ “ელექტრომობილების მანდატის” ძლიერი მოწინააღმდეგე ვიყავი. ეს სასაცილოა, და ყოველთვის ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი იყო. ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ მისი ქონა. ილონი შეიძლება უფრო მეტ სუბსიდიებს იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში, დიდი სხვაობით, და სუბსიდიების გარეშე ილონს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს. აღარავითარი რაკეტები, სატელიტები, ან ელექტრომობილების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ბევრს დაზოგავს. შეიძლება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) კარგად უნდა შეხედოს ამას? – დიდი თანხა დაიზოგება!!!”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი