დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ

სი ძინპინმა მითხრა, რომ ტაივანში არ შეიჭრება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მითხრა: „ამას არ გავაკეთებ, სანამ თქვენ პრეზიდენტი ხართ. მე ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მან ასევე თქვა: „მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთის ძალიან მომთმენია“. ვფიქრობ, ეს არ მოხდენა, სანამ მე აქ ვარ. ვნახოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.
„ბაიდენმა და იქამდე ობამამ, დაუჯერებელი რამ გააკეთეს. ბაიდენმა ჩინეთი და დააახლოვა. და ჩინეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან. რუსეთს უზარმაზარი მიწა აქვს, ხოლო ჩინეთს დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავს. ჩინეთს რუსეთის მიწა სჭირდება“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა