დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა იცის, რომ გიჟი ვარ – პუტინს ვუთხარი: თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის “გიჟია”.
ტრამპის მტკიცებით, არ მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად.
„პრეზიდენტი სი პატივს მცემს და მან იცის, რომ გიჟი ვარ”,- აღნიშნა ტრამპმა.
-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ ში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.
„ვუთხარი: მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, არანაირი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ