დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ -ის ყოფილი პრეზიდენტი, ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ეს არის უპრეცედენტო განაჩენი, ვინაიდან ტრამპი არის პირველი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.
მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით სასჯელს.
პროკურორებმა ტრამპი დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობის ძირის გამოთხრის მიზნით უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობაში და ნეგატიური ინფორმაციის აღკვეთის უკანონო გეგმაში, რომელიც მოიცავდა ყოფილი კინოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.
ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სამარცხვინო საქციელი უწოდა და განაცხადა, რომ “ნამდვილი განაჩენი” გამოცხადდება 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია