დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას განუცხადა, რომ „მას თავის ქვეყანაში ისტორიული საქმის გაკეთების შესაძლებლობა აქვს“.
„დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ISIS-ის აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ISIS-ის დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამასთან, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ს პრინც მოჰამენ ბინ სალმანსა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის გამართულ შეხვედრაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღო.
შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ ს გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.