დონალდ ტრამპი: სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს.
წლებია, ჯიმ რიში, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო პოზიციის გამო ქართული ოცნების ლიდერთა თავდასხმის ობიექტია.
ივანიშვილის რეჟიმი მას კონსპიროლოგიური “დიფ სთეითის” ნაწილად მოიხსენიებს. სხვადასხვა დროს მას ივანიშვილის მაღალჩინოსნები თაღლითად, სიცრუითა და სიყალბით გამორჩეულ სენატორად მოიხსენიებდნენ.
“სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი [უპირატესტობით] გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!” – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ