დონალდ ტრამპი: საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, NATO-მ რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდოს

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე რუსეთის მიერ ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს შეეხო.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები თუ დრონები, ტრამპმა განაცხადა, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ.

-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკა, ამ მომენტისთვის, “საშინელ მდგომარეობაშია” და ვარდნას განიცდის.

მან ხაზი გაუსვა უკრაინელების გამძლეობას რუსული არმიის შეკავების მხრივ.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ომი უკრაინაში, “კიდევ დიდხანს არ დასრულდება.”

“რუსული ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია – ვარდნას განიცდის. უკრაინის ძალიან კარგად გამოსდის ამ ძალიან დიდი არმიის შეკავება. ეს გასაოცარია. ეს ომი 3-4 დღეში უნდა დამთავრებულიყო, ხალხი იძახდა, რომ სწრაფად მორჩებოდა. უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცების ძალისხმევა, ყველა ჩართულ ადამიანის. ეს რუსეთისთვის კარგი არ არის. მათთვის სწრაფი გამემარჯვება უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგად არ გამოიყურებიან 3.5 წლიანი ბრძოლის შემდეგ. როგორც ჩანს [ომი] კიდევ დიდხანს არ დასრულდება”, – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები