– სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება – როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია

სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია.
“სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს უკრაინაში ვაგზავნი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება – ზედმეტად ბევრი სიკვდილი და განადგურებაა. შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა გლობალურად, მცირე შედეგებით. როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს