დონალდ ტრამპი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია. ტრამპი პარიზის ორლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის. პარიზში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი .
ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს. თუმცა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
წყარო: 1tv.ge