დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე – ზელენსკის მოუწევს, დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს

თუ ზელენსკის ეს შეთანხმება არ მოსწონს, მაშინ მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ვფიქრობ, თუ ის მას არ მიიღებს, უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
„უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ეს ზამთარი ცივი იქნება, ბევრ დიდ ელექტროსადგურზე კი დარტყმა განხორციელდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს, მისი გეგმა მიიღოს.
„გულისხმობთ, რომ მას ეს არ მოსწონს? მოუწევს, მოეწონოს, მოუწევს დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს. გახსოვდეთ, სულ ცოტა ხნის წინ, ოვალურ კაბინეტში, ვთქვი: „თქვენ არანაირი კოზირი არ გაქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!