– სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ადმინისტრაცია იმუშავებს „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე.
ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე ასევე განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას „არამოქალაქეებისთვის“, მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს, მოქალაქეობას ჩამოართმევს და ასევე განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს „საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“.
„სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა -ის სისტემამ სრულად აღდგეს, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს, მათ შორის „მძინარე ს ავტოკალმის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების წმინდა აქტივს ან არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული, შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერ უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ