დონალდ ტრამპი რუსული თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე – ეს არ მომწონს, შეიძლება, დიდი პრობლემა იყოს

ეს არ მომწონს, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, სამი რუსული „მიგ-31“-ის ტიპის თვითმფრინავის მიერ ს საჰაერო სივრცის დარღვევას.
„ეს არ მომწონს. შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. ეს უნდა შევამოწმო და ამ საკითხს მალე გავეცნობი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამი რუსული თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ 12 წუთის განმავლობაში დარჩა. მომხდარის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში ს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიგ-31“-ის ტიპის თვითმფრინავებს ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და დაგეგმილი ფრენა საერთაშორისო ავიაციის წესების სრული დაცვით განახორციელეს.