– რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს

რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დოჰაში, კატარის ამირასთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ყველგან, მათ შორის უკრაინაშიც სურს.
„ამასთან დაკავშირებით დღეს, ხვალ ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს. ვნახოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა სურს.