დონალდ ტრამპი – რუსეთ – უკრაინის ომისთვის 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ – ახლა ფულს აღარ ვხარჯავთ, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას – 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს „საშინელი პრეზიდენტი“ ჰყავდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კატასტროფები მოჰყვა.
„არ დაგავიწყდეთ, რვა ომი დავასრულე – მეცხრეც იქნება. შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის [ომმა] ჩვენ, როგორც ქვეყანას. ანუ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. აღარ ფულს აღარ ვხარჯავთ. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან. იცით, ნატო -ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯები 2 პროცენტიდან 5 პროცენტამდე ავიყვანე“, – აღნიშნა ტრამპმა.
უკრაინული მედია წერს, რომ -ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რაზე საუბრობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამას გულისხმობდა. ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში ინიცირებული PURL პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ – მათი ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს