დონალდ ტრამპი რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლებაზე – იმედი მაქვს, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც შეგვიძლია ომი დავასრულოთ

აშშ-ის პრეზიდენტი, იმედოვნებს, რომ რუსეთში დაკავებული -ის მოქალაქის, მარკ ვოგელის გათავისუფლება ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან ახალი ურთიერთობის დასაწყისი იქნება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ძალიან კარგად გვექცეოდა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი და მილიონობით ადამიანის მკვლელობა შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გაცვლის შედეგად, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლება უზრუნველყო, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, მაიკ უოლცის ინფორმაციით, გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკება აწარმოვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა.
ფოგელი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი