რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შესახებ საუბრობდა და როცა ბირთვულ იარაღზეა საუბარი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ – ჩვენ სრულიად მზად ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რის შემდეგაც მან ბირთვული წყალქვეშა ნავების შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვის გასცა.
„ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დაიმუქრა და ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად სად განლაგდება ბირთვული წყალქვეშა ნავები.
