დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე – საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ს წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.
„თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ.
„მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი