დონალდ ტრამპი – რუსეთიდან და უკრაინიდან ამ კვირაში 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთიდან ცოტა უფრო მეტი, რადგან როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ ომში აგრესორად მოიხსენია.
„ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. ცოტა მეტი რუსეთისგან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ. არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების დანაკარგებზე საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა.
„შვიდი ომი შევაჩერე და მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა“, – განაცხადა ტრამპმა.