დონალდ ტრამპი რუსეთზე – თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა, უფრო ადრეც შეიძლება – ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას

არ ვიცი, 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს , – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
“50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები…
არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა” , – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა “არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას”.
კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, -ის პრეზიდენტმა უპასუხა “არავის მხარეს არ ვარ, იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობის შეჩერება მინდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია