დონალდ ტრამპი – როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის – გვერდში ვუდგავარ ს, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას

როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის. შესაბამისი განცხადება -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის ს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ვინაიდან ამაზე საუბრები კვირები და თვეებია მიმდინარეობს, და არაფერი ხდება.
“როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რომ ეს არ შეჩერდება… და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც [მერცი] იმავეს იზამთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. და ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, სიმართლე რომ გითხრათ. ორია საჭირო ტანგოსთვის. მაგრამ ძალიან მკაცრები ვიქნებით, იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით”, – განაცხადა ტრამპმა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ასევე “დაუყოვნებლივი მშვიდობის” შესაძლებლობის შესახებაც ჰკითხა.
“გარკვეული დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან [პუტინი] დაარტყა და იმათაც [უკრაინელებმა] ძალიან ძლიერად დაარტყეს. შორს შეაღწიეს რუსეთში. და მან [პუტინმა] მითხრა და ძალიან ნათელი გახადა: “აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა” და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. არ მომწონს ეს. ვუთხარი: “არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს”, მაგრამ, კიდევ ერთხელ, დიდი სიძულვილია [რუსეთსა და ს შორის],” – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, “საბოლოო ვადა” მას ტვინში აქვს.
ასევე, ჟურნალისტებმა -ის პრეზიდენტს ჰკითხეს, გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის მხარდაჭერას.
“გვერდში ვუდგავარ უკრაინას. ცოტა ხნის წინ მოვაწერეთ ხელი დიდ შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ უკრაინასთან. მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას, ნამდვილად, ამას ვუჭერ მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო