– როგორც ჩანს, ჰონდურასი საპრეზიდენტო ს შედეგების შეცვლას ცდილობს

როგორც ჩანს, ჰონდურასი საპრეზიდენტო ს შედეგების შეცვლას ცდილობს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ამას გააკეთებენ, მაშინ თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ. ჰონდურასის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა 30 ნოემბერს მისცა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა 30 ნოემბერს, შუაღამისას მოულოდნელად შეწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ ხმების დათვლა დაასრულოს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ჰონდურასის საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, კონსერვატორი კანდიდატი, ნასრი ასფურა მის მეტოქეს, „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატს, სალვადორ ნასრალას მხოლოდ 515 ხმით უსწრებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ნასრი ასფურას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მასთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებდა.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს შეიწყალებს, რომელიც -ში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 45 წლიან სასჯელს იხდის.
ერნანდესი, რომელიც ჰონდურასს 2014-2022 წლებში მართავდა, ასფურას მსგავსად კონსერვატიულ „ნაციონალურ პარტიას“ წარმოადგენდა.