– რატომ უნდა სურდეთ „რესპუბლიკელებს“, რომ „დემოკრატების“ რუპორმა „ამერიკის ხმამ“ მუშაობა გააგრძელოს – მოკალით ის!

რატომ უნდა სურდეთ „რესპუბლიკელებს“, რომ „დემოკრატების“ „რუპორმა“ „ამერიკის ხმამ“ მუშაობა გააგრძელოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ეს სრული მემარცხენე კატასტროფაა და არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ უნდა დაუჭიროს მხარი მის შენარჩუნებას. მოკალით ის!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ამასთან, -ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ სააგენტო, რომლის შემადგენლობაში „ამერიკის ხმაც“ შედის, „მთლიანად კორუმპირებულია“.
„უმჯობესი იქნება, რომ მთლიანად დაიშალოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, – აღნიშნა კერი ლეიკმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. USAGM-ის უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის ცნობით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ პატიმრებს ამზადებს სავაჭროდ – მისი ამოცანაა, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ამერიკამ ბელარუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა

სალომე სამადაშვილი – პარტიების აკრძალვასთან ტანდემში ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობაა – რუსული პოლიტიკური სისტემის ანალოგის შექმნა მიდის