დონალდ ტრამპი – პუტინს ომის დასრულება სურს, მას ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა – ვერ გეტყვით, რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო

პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვიცი კრემლი რას აკეთებს. შემიძლია გითხრათ, რომ მათ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. გავიგებთ, თუ რა შედეგი იქნება. პრეზიდენტ პუტინს ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვერ გეტყვით, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ვფიქრობ, სთან საკმაოდ კარგი შეთანხმება შევძელით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ს პრეზიდენტს ომის დასრულება სურს.
„მას ომის დასრულება სურს. ვფიქრობ, სურს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ვფიქრობ, კვირაში ათასობით ჯარისკაცის სიკვდილის ნაცვლად -თან ვაჭრობა სურს. მათ [უიტკოფი და კუშნერი] ძლიერი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას შეთანხმების დადება სურს. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.