დონალდ ტრამპი – პუტინი შეთანხმებას აპირებს – 25%-იანი შანსია, რომ შეხვედრა არ იქნება წარმატებული

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. ამის შესახებ მან Fox Radio-სთან საუბარში განაცხადა.
“მჯერა, რომ ის [პუტინი] ახლა დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევას აპირებს. შეთანხმებას აპირებს. მგონი, რომ აპირებს. და ამას ვნახავთ – ძალიან მალე მეცოდინება ეს”, – განაცხადა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი შეხვედრის მიღწევაა და ამისთვის “სამი სხვადასხვა ლოკაცია” განიხილება, მათ შორის “ალასკაში დარჩენის” ვარიანტიც.
“ცუდი შეხვედრა თუ იქნება – არავის არ დავურეკავ, სახლში წავალ… კარგი შეხვედრა თუ იქნება, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ…
ეს შეხვედრა მეორე შეხვედრას აორგანიზებს, მაგრამ არის 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა დადებითად უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას თუ პუტინთა შეხვედრა დადებითად არ ჩაივლის.
პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის შესაძლებლობაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ცალკე პრესკონფერენციას ჩაატარებს, თუ შეხვედრა ცუდად ჩაივლის.
“მექნება პრესკონფერენცია. არ ვიცი თუ იქნება ერთობლივი . არც გვისაუბრია ამაზე. მგონი, კარგი იქნება ერთობლივი გვქონდეს და მერე ცალ-ცალკე. ასე რომ, რაღაც მსგავსი მოხდება. ან შეხვედრა კარგად არ დასრულება, პრესკონფერენცია მექნება და წავალ. ვაშინგტონში დავბრუნდები,” – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრა თუ “უარყოფითი” იქნება, ის პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს, რომ “ომი გაგრძელდება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა