დონალდ ტრამპი – პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მას (ჯო ბაიდენს) ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ცბიერები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში -ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ ჰქონია.
„კიდევ ერთხელ გადახედეთ ომებს, მე არ დამიწყია, მე ომებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ 100%-ით გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯარისკაცები სახლებში დავაბრუნეთ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები