პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს ხოლმე , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბევრ ადამიანს კლავს, რომელთაგან ბევრი მისი ჯარისკაცია.
მან ისაუბრა უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ამერიკის სამხედრო დახმარებაზე და განაცხადა, რომ უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ და მამაცად იბრძვიან.
“ავღანეთში ის ვითარება [აშშ-ის ჯარების გასვლა] რომ არ გვქონოდა, არა მგონია, რომ პუტინი [უკრაინაში] შესულიყო. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა რამდენად უტვინო და არაკომპეტენტური იყო ის ოპერაცია და თქვა: “ვაუ, ეს შეიძლება შანსი იყოს”.
და ახლა მაგასთან [პუტინთან] გავქვს საქმე. ბედნიერები არ ვართ პუტინით, ბედნიერი არ ვარ პუტინით. ამდენის თქვა შემიძლია თქვენთვის ახლა, ვინაიდან, ის ბევრ ადამიანს კლავს. და ბევრი მათგანი მისი ჯარისკაცებია, მისი და მათი ჯარისკაცები ძირითადად. და ახლა ეს 7 ათასია კვირაში. ბედნიერი არ ვარ პუტინით…
მათით [რუსეთით] ძალიან უკმაყოფილო ვარ. მიზეზი არ აქვს ამას [ომს]. უფრო რთული აღმოჩნდა [ომი]…ვიტყვი, რომ უკრაინელები მამაცები იყვნენ, მაგრამ მათ საუკეთესო აღჭურვილობა გადავეცით…
სავარაუდოდ ძალიან სწრაფი ომი იქნებოდა, 3-4 დღიანი ომი იქნებოდა, მაგრამ დაუჯერებელი აღჭურვილობა ჰქონდათ [უკრაინელებს] და ევროპამაც გადასცა მათ. ჩვენ გაცილებით მეტი გადავეცით… უნდა გათანაბრებულიყვნენ [ევროპა], ერთი რაოდენობა უნდა მიგვეცა ან საერთოდ ევროპაზე ნაკლები უნდა მიგვეცა, ვინაიდან ევროპაზე უფრო მეტი გავლენა აქვს ამას, ვიდრე ჩვენზე… მაგრამ მაინც, ევროპამ ბევრი გადასცა.
და იმას ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა უსამართლოდ მიგაჩნია თუ არა ამდენი ფულის გადაცემა, უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ… ასე რომ, მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ომის არასდროს არ უნდა დაწყვებულიყო, რის შემდეგაც მალევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე გადავიდა.
“ეს ომია, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ბევრი ადამიანი კვდება და ეს უნდა დასრულდეს. არ ვიცი. პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება, სიმართლე თუ გინდათ, რომ იცოდეთ. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს ხოლმე,” – განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებთან, კერძოდ გრემისა და ბლუმენთალის სასანქციო კანონპროექტთან, დაკავშირებით ტრამპმა უპასუხა: “ძალიან მკაცრი სანქციებია. კი, განვიხილავ ამას”.