– პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს – გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია

-ის პრეზიდენტი, მედიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის „უსამართლო“ გაშუქებისთვის აკრიტიკებს.
„პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს. გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკულ მიწაზე იმართება, „პუტინმა უკვე მოიგო“. რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ ყველაფერში ვიგებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე გადასახადი არ არის!)“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ისინი, ვინც ყალბ ამბებს ავრცელებენ, ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია.
„ისინი ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია, რომლებსაც ალბათ ჩვენი ქვეყანა სძულთ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველაფერში ვიგებთ!“- წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო