პუტინთან საუბრით კმაყოფილია

დღეს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლის შეწყვეტაზე.
მისივე თქმით, განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი.
„ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და საბოლოოდ, რუსეთსა და ს შორის ამ საშინელი ომის დასრულებისთვის. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპისა და ს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს კრემლმა და თეთრმა სახლმა. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება. მათივე ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის საუბრის დროს აღინიშნა, რომ ში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს სთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით. მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ს განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს