დონალდ ტრამპი – პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები – ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას

ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.ს განცხადებით, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ხვალ დილით შედგება.
„პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები, რათა ჯარისკაცები გადავარჩინო, რომლებიც მძიმე ვითარებაში არიან, ფაქტობრივად შეპყრობილები არიან, რუსი ჯარისკაცების მიერ ალყაში არიან მოქცეულები. მჯერა, მე რომ არა, ახლა ისინი აქ არ იქნებოდნენ. შევძელი დამერწმუნებინა, რომ ჯერჯერობით არაფერი მოემოქმედებინათ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში, ასევე ცუდი სიტუაციაა ში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჯერ ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.
„ის, რაც უკრაინაში ხდება კარგი არ არის, მაგრამ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.