დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას დღეს მეორე ვადით გადაიბარებს

სულ რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდება. მსგავსი რამ ამერიკაში თითქმის საუკუნენახევარია არ მომხდარა.
ვაშინგტონში ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელსაც ინტერნეტითა და ტელეეთერით მილიონობით ამერიკელი და უცხოელი მიადევნებს თვალს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემის დროდ შუადღის 12 საათია ჩანიშნული.
78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს და შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება. ცოტა ხნით ადრე კი პოსტს ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, 82 წლის დატოვებს, რომელმაც პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იმსახურა.
ცივი ამინდის გამო, შედარებით ნაკლები მასშტაბის ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართება. მას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრება, მაშინ როცა წარსულში საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაახლოებით 250 000-მდე სტუმარი ჰყავდა.
ასევე გაუქმდა ტრადიციული აღლუმი პენსილვანიის ავენიუზე, კონგრესიდან თეთრი სახლის მიმართულებით. წარსულში, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ახალი ლიდერები საპრეზიდენტო ფიცს დებდნენ და ამერიკელებს სიტყვით მიმართავდნენ, თეთრი სახლისკენ პრეზიდენტის გუნდის საზეიმო მსვლელობა ეწყობოდა. არ გაუქმებულა საღამოს დაგეგმილი საზეიმო წვეულებები და მეჯლისები, სადაც ახალ პრეზიდენტს და ახალ პირველ ლედის უმასპინძლებენ.
პრეზიდენტობის პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ ოფისს დაიკავებს, ის გეგმავს ბევრი აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას. მათ შორის, მოელიან მასობრივი დეპორტაციის საპრეზიდენტო განკარგულებას, მსჯავრდებულთა შეწყალებებსა და სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ნოშიკოს, ნამორაძეს, ჰყოლია იურისტები, რომლებიც, თურმე, დაირაზმებიან და იჩივლებენ, ნოშიკოზე ცრუ, შეურაცხმყოფელი ინფო გავრცელდა, ქვეყნიდან არ გაქცეულა ქოცების გამოო და არადა…

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა