– პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და პასუხად წლის ბოლოს -ში მოვიწვიე

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის , ფენტანილი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ჩვენი ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ და ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძლიერია“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, სამხრეთ კორეაში შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.
„პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და პასუხად წლის ბოლოს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში მოვიწვიე. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს, რასაც მოუთმენლად ველი!“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს