აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
„ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მოგვიანებით შესაძლოა, მოგაწოდოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს იღებს, მაგრამ ამაში აშშ-იც ჩაერთვება.
„მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ. ასევე, ჩვენც ჩავრთვებით. ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. არანაირი ეჭვი არ შემაქვს ამაში“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, თუ ვის ხელშია კოზირი, უკრაინის თუ რუსეთის, რაზეც ტრამპმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. განცხადებები მედიისთვის შეხვედრის დასაწყისში გაკეთდა.
