პოლონეთში დრონების შეჭრაზე – შესაძლოა, შეცდომა ყოფილიყო

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შესაძლოა შეცდომა იყო, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ამ მთელ სიტუაციას უკავშირდება. იმედია, ეს დასრულდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დაგმობს რუსეთს „იმისთვისაც კი, რომ ამ ხაზთან ახლოს იმყოფება“. „ეს არ მომწონს“, – დასძინა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განხორციელებისას, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრნენ. დრონების მოსაგერიებლად პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც განლაგდნენ. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?