დონალდ ტრამპი პარიზში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს – საერთაშორისო მედია

საერთაშორისო გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, , რომელიც პარიზში იმყოფება, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ ეტაპზე არ ადასტურებს, თუმცა “დეილი მეილი” ამ ვიზიტს კულუარულ სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ცნობისთვის პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
შეგახსენებთ, დღეს ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრება, მათ შორის არის, -ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. არ საჯაროვდება ინფორმაცია, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს.