რომის პაპი კარგი ადამიანი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლახან რომის პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად ჩვენს ქვეყანაში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე. ის კარგი ადამიანი იყო. ბევრს მუშაობდა. მას მსოფლიო უყვარდა და ამის გაკეთება დიდი პატივია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე დონალდ ტრამპი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს იგი და ყველა, ვინც მას უყვარდა!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპს ვატიკანში 2017 წელს შეხვდა.
