დონალდ ტრამპი – ოპერაცია დასრულებულია, პაციენტი გადარჩა და მკურნალობს

ოპერაცია დასრულებულია, პაციენტი გადარჩა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„ოპერაცია დასრულებულია! პაციენტი გადარჩა და მკურნალობს. პროგნოზი ის არის, რომ პაციენტი ბევრად უფრო ძლიერი, დიდი, უკეთესი და მდგრადი იქნება, ვიდრე ოდესმე. MAGA“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იანი ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს – 10%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.