დონალდ ტრამპი ომის დაწყებაზე – ზელენსკის არ ვაბრალებ

აშშ-ის პრეზიდენტი დინალდ ტრამპი აცხადებს, რომ ში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ს არ აკისრებს.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს მის განცხადებებზე, რომლებშიც ის უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ ომის დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის აბრალებდა.
“ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომის, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი…
ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია…
მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი”,-განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი “ახლოსაც არ იყო დაწყებასთან” და მისი დაწყების შესახებ “აზრიც კი არ იყო”.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია