– ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ

ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ. ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ომებს დაასრულებს.
„იმედი მაქვს, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება, რომ რეგიონული და გლობალური კრიზისები და ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულდება“, – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…