დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე – ბრწყინვალე ოპერაცია იყო

ბრწყინვალე ოპერაცია იყო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.
ასევე, CBS News-ი წერს, რომ მადუროს შეპყრობის ოპერაცია -ის ელიტურმა დანაყოფმა, „დელტამ“ განახორციელა.