დონალდ ტრამპი – ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს

ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს,- ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთან საუბარში განაცხადა.
„ფასები მცირდება. შეხედეთ ენერგეტიკას. ენერგეტიკის [ფასები] ძალიან დაწეულია…
[ნავთობის] ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 65 აშშ დოლარია და კიდევ უფრო დაბლა იწევს. თუ იცით, OPEC და OPEC+ [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] მეტს მოიპოვებენ, მეტის მოპოვება სურთ, რადგან, მგონი, უნდათ რომ გამახარონ.
თუ ენერგეტიკის ფასები საკმარისად დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს. ეს კარგი იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ მისივე ხალხი კვდება, მისი და უკრაინის. მაგრამ პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს თუ ნავთობის ფასები კიდევ 10 აშშ დოლარით დაიწევს ერთი ბარელისთვის. არჩევანი არ ენება, ვინაიდან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ტრამპმა.