დონალდ ტრამპი – მჯერა, რომ გვაქვს შეთანხმების საფუძველი

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტს ს, ასევე, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურთ.
როდესაც ტრამპს ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, ტრამპმა უპასუხა:
„მე ვფიქრობ, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ ორივე ასე ფიქრობს“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა დღევანდელი შეხვედრა შეთანხმების მიღწევას, ტრამპმა უპასუხა:
„ეს დამოკიდებულია… მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი“, – განახადა მან.
ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება „რთული“ აღმოჩნდა და დასძინა, “მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ; დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვექნება“.
რაც შეხება ვადებს, კითხვაზე, ელის თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე, ტრამპა აღნიშნა, „მე არ მაქვს ვადები. იცით, რა არის ჩემი ვადა? ომის დასრულება“.
ტრამპმა, ასევე, დაადასტურა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დღეს ს პრეზიდენტთან კვლავ გეგმავს საუბარს.